ანრი ჯოხაძე – ბედნიერი ერი
Category:
Music Clips, Date:
31-01-2010, 23:32
დასახელება : ანრი ჯოხაძე – ბედნიერი ერი
არწერა:
დღეს სკანდალურმა შემოქმედმა (ასე უწოდებს იგი საკუთარ თავს) ანრი ჯოხაძემ ინგა გრიგოლიას „პოლიტიკურ კვირაში“ ახალი სიმღერა და კლიპი შემოგვთავაზა.
„ბედნიერი ერი“ ილიას ლექსზე დაწერილი სიმღერაა, რომელიც ავტორმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მიუძღვნა. კლიპში ანრი თავად განასახიერებს სხვადასხვა ცნობილ სახეს და მთელი 3 წუთის მანძილზე რაღაც გაურკვეველი მესიჯის მოტანას ცდილობს მსმენელ-მაყურებლამდე :))
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, რაც ანრი ამ სიმღერისთვის „გვამზადებს“, მაინც გაუგებარია რისი თქმა სურდა მას ამ ნაბიჯით :D ყველა ინტერვიუში იგი იმეორებს, რომ „კონკრეტულად არცერთი პოლიტიკური ძალის მხარეზე არ დგას, თუმცა მას, როგორც შემოქმედს, სრული უფლება აქვს გააჩნდეს კონკრეტული პოზიცია და ღიად აფიქსირებდეს მას.“
კლიპში მრავლადაა შარჟის მცდელობა სხვადასხვა ცნობილ ეპიზოდებზე — დაწყებული „მონანიებით“ და დამთავრებული ოქრუაშვილის ცნობილი სპეცოპერაციით ერთ-ერთ ბორდელზე :)) ასევე, ვნახავთ ჩემთვის სრულად გაუგებარი იდეის მატარებელ ეპიზოდს, სადაც პუტინის ხელის გულიდან მატრიცისებურად ასხლეტილი სტეფანეს და 3G-ს ნასროლი ტყვიები ნავში წამოწოლილ შიშველ ანრის აფეთქებს; ან მომენტს, თუ როგორ ყიდის სოხუმისკენ მიმავალი მატარებლის ბილეთებს სალაროში პატარა ბავშვი…
მოკლედ, ამდენ ლაპარაკს ჯობს თავად ნახოთ ეს ამბიციური ქმნილება :)
ეგებ თქვენ მაინც მიხვდეთ ბოლობოლო — რა უნდა ანრის? :D
Dear visitor, you have come on a site as not registered user. We recommend to you to be registered or enter the site with your name.
Related Articles:FreeStyle OnlineRed (2010/DVDScr)Crossfire [PC/2009/ENG]GTA San Andreas: Paradise Ghetto (2008)Wolverine Annual: Roar #2


Group: Member Articles: 193 Comments: 213 ( ) |
#1
Author House mD, ( 1 February 2010 22:59)
ბიჭო ეს ვერ გავიგე, სურათზე სიგარეთს რო ეწევა. მაგ დროს ვის დაცინის? |

Information
Members of Guest cannot leave comments.