Movies RUS » JOJO.GE - Join Our Joy Ocean
Ads Place
 Advanced Search  
Your Login:   Password: 

  Home
  Ads
  Site News
  Movies GEO
  Movies RUS
  Movies ENG
  Episodes
  Music
  Music Clips
  PC Games
  Video Games
  Pictures
  Animation
  Software
  Sport
  Humour
  E-Books
  Other

Alice (2009/DVDRip/1400MB)
Category: Movies RUS, Date: 4-03-2010, 13:31

Alice (2009/DVDRip/1400MB)

ალისა სავსებით თანამედოვე გოგონაა. იგი ძიუ-დოში ვარჯიშობს და ჰყავს შეყვარებული. მაგრამ ნუთუ ბიჭი ნამდვილად ისაა, რადაც თავს ასაღებს. ”საოცრებათა ქვეყანაში” 150 წელი გავიდა ალისას გამარჯვებიდან და დედოფლის დამარცხებიდან, მაგრამ ყველაფერი უკვე ისე კარგად არაა ზღაპრულ სამეფოში. მას კაზინო მართავს, რომელიც რეალური სამყაროდან ადმიანების ემოციებს ქაჩავს. ვინ აღუდგება წინ დედოფალს?

IMDB Rating: 7.1/10 (1,337 votes)

 MultiLEX   Comments (2)
Read More  (80)

Motherhood (2009/HDRip/700MB)
Category: Movies RUS, Date: 4-03-2010, 05:00

Motherhood (2009/HDRip/700MB)

აღმოჩნდა, რომ მანჰეტენზე 6 წლის ქალიშვილის დაბადების დღის გადახდა არც თუ ისე ადვილია. რადგან ორი ბავშვის მოქანცულ დედას უმარავი ქალაქური პრობლემა ეღობება წინ.

 MultiLEX   Comments (0)
Read More  (86)

Five Minutes of Heaven (2009/HDRip)
Category: Movies RUS, Movies ENG, Date: 4-03-2010, 04:53

Five Minutes of Heaven (2009/HDRip)

ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ ხვდება ორი ადამიანი ერთმანეთს 30 წლის შემდეგ, რაც ერთმა მეორის ძმა მოკლა. ისტორია სისასტიკის, შურისძიების, პატიების და გაუგებრობის შესახებ. ფილმმა მოიპოვა ფესტივალ სანდანსის ორი ჯილდო.

IMDB Rating: 7.0/10 (2,562 votes)

დაემატა ორხმიანი რელიზი

 MultiLEX   Comments (0)
Read More  (44)

Silent Hunter 5: Battle of the Atlantic (2010) v1.1
Category: Movies RUS, Date: 4-03-2010, 04:52

Silent Hunter 5: Battle of the Atlantic (2010) v1.1

Silent Hunter 5 ზარ-ზეიმით ბრუნდება ნომერ პირველი წყალქვეშა ნავის სიმულატორით. პირველად ხდება რომ მოთამაშეს შეუძლია ითამაშოს და იგრძნოს თავი წყალქვეშა ნავის კაპიტნად, რმოელიც თავის გუნდს პირველი პირის ხედვით მართავს და მიჰყავს გამარჯვებისკენ. მოგიწევთ მოკავშირეთა გემებთან ურთიერთქმედება ატლანტის ოკეანეში და მონაწილეობა სახელგანთქმულ საზღვაო ბრძოლებში

 MultiLEX   Comments (1)
Read More  (32)

Legend Of The Seeker - Season 2, Ep 1-13 [2009 / RUS / HDTVRip]
Category: Movies RUS, Episodes, Date: 4-03-2010, 04:51

Legend Of The Seeker - Season 2, Ep 1-13 [2009 / RUS / HDTVRip]

13 სერია Lostfilm–ს გახმოვანებით!!

სერიალი ”ლეგენდა მაძიებელზე” ("Legend of the Seeker") გადაღებულია ტერი გუდკაინდის პირველი რომანის ”ჯადოსნის პირველი წესი” (Wizard's First Rule) ციკლიდან ”ჭეშმარიტების მახვილი” («Sword of Truth») მიხედვით. წიგნი 1994 წელს გამოიცა და მას შემდეგ ტერი გუდკაინდის რომანები მსოფლიოს 20 ენაზე ითარგმნა. კინოსტუდია ABC Studios და Disney გეგმავენ ამ სერიალის 22 ეპიზოდის გადაღებას.
”კერ კიდევ გუშინ, ყმაწვილი რიჩარდ სეიფერი მხოლოდ რეინჯერი იყო, ახლა კი ჭეშმარიტების მაძიებლის მძიმე ტვირთი უნდა ზიდოს. მძიმე, რადგან მაგიას სიხარული არ მოაქვს, ხოლო ჭეშმარიტებას, ისევე როგორც ძალაუფლებას, ძალიან დიდი საფასური აქვს. მძიმე, რადგან ჭეშმარიტების მაძიებელს მოუწევს სამი სამეფოს ყველაზე ძლევამოსილ შავ მაგს - უმოწყალო დარკენ რალს, დ’ჰარის მბრძანებელს სასიკვდილო ბრძოლაში ეკვეთოს”.

ჯადოსნის პირველი წესი მეტყველებს: ”ხალხი ბრიყვია. ხალხი ბრიყვია და თუ ყველაფერს სიმართლეს მიმსგავსებულად აუხსნით, თითქმის ყველა რასაც გინდათ იმას დაიჯერებს. ხალხი ბრიყვია და შეუძლიათ დაიჯერონ ტყუილი იმიტომ, რომ სურთ სწამდეთ ანდა იმიტომ, რომ ეშინიათ სიმართლის ცოდნის. ხალხის თავი გამოტენილია ათასნაირი ცოდნითა და ცრურწმენით, რომელთა უმრავლესობა სიცრუეა, მაგრამ ხალხს მაინც სჯერა მათი. ხალხი ბრიყვია: ისინი ძნელად არჩევენ სიმართლის სიცრუისგან, მაგრამ ეჭვიც არ ეპარებათ რომ ეს შეუძლიათ. სწორედ ამიტომაა მათი გაბრიყვება ასე ადვილი”.

გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი/LostFilm)
ხარისხი: HDTVRip

 MultiLEX   Comments (0)
Read More  (126)

Desperate Housewives Season 6 [2009 l HDTV l RUS] Ep 1-16
Category: Movies RUS, Episodes, Date: 4-03-2010, 04:51

Desperate Housewives Season 6  [2009 l HDTV l RUS] Ep 1-16

დაემატა სერია 15-16!!!


სერიალის აღწერა:
ეს არის ყველასთვის ცნობილი ამერიკული სერიალი რომელიც მოგვითხრობს ოთხი(უკვე ხუთი) ამერიკელი დიასახლისის ცხოვრებაზე. ეს ქალბატონები გაბრიელი, ლინეტი, სიუზანი, ბრი, კეტრინი, ცხოვრობენ ერთ წყნარ უბანში სახელად ვისტერია ლეინი. გარედან ყველაფერი ჩვეულებრივათაა: მოვლილი გაზონები, ტიპიური ამერიკული სახლები, ბედნიერი ოჯახები, მაგრამ ამ სახლების ფასადის შიგნით ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობს ძალაუფლებისათვის...

გახმოვანება: რუსული, ერთხმიანი
ხარისხი: HDTVRip

 MultiLEX   Comments (0)
Read More  (28)

Star Wolves 3: Civil War (2010)
Category: Movies RUS, Date: 4-03-2010, 04:49

Star Wolves 3: Civil War (2010)

"Star Wolves 3: Civil War" წარმოადგენს პოპულარული რეალური დროის სტრატეგიის სიქველს RPG ელემენტებით. ორიგინალური სცენარი მჭიდროდაა დაკავშირებული პირველ ინტერგალაქტიკურ ეპიკურ საგასთან. მოთამაშეს აქვს სრული თავისუფლება, დავალებების თავისუფალი არჩევანი, გუნდის თავისუფლად შექმნის საშუალება.
Star Wolves სამყარო ელის თავის გმირებს

 MultiLEX   Comments (1)
Read More  (65)

Lost Season 6 Episode 1-6 (2010/HDTVRip/720p) RUS
Category: Movies RUS, Episodes, Date: 4-03-2010, 04:49

Lost Season 6 Episode 1-6 (2010/HDTVRip/720p) RUS

დაემატა 6 სერია Lostfilm-ის გახმოვანებით!!!


Lost Season 6 Episode 1-6 (2010) RUS


დაკარგულების ბოლო სეზონი!!!

გახმოვანება: რუსული (ერთხმიანი) KvadratMalevicha/(მრავალხმიანი, Lostfilm)

ხარისხი: HDTVRip

 MultiLEX   Comments (11)
Read More  (231)

Caprica (2010/HDTVRip) Season 1, Ep 1-5
Category: Movies RUS, Episodes, Date: 4-03-2010, 04:44

Caprica (2010/HDTVRip) Season 1, Ep 1-5

კობოლას 12 კოლონია. პლანეტა კაპრიკა. 56 წელი განადგურებამდე. რელიგიურმა ფანატიზმმა ისევ დააკავშირა ადამასა და გრეისტოუნის ოკახები. ქალიშვილების დაკარგვის მწუხარებით გაერთიანებული, ცნობილი სამართალდამცავი ჯოზეფ ადამა და მდიდარი ტექნოლოგი დენილ გრეისტოუნი ძლივს პოულობენ სასიცოცხლო ძალებს. უკანასკნელი იმედით, რომ სიცოცხლეს დაუბრუნებს საკუთარ და ამავე დროს ჯოზეფის ქალიშვილს, არ იშურებს საკუთარი განვითარებული სამრეწველო კომპანიის რესურსებს. ექსპერიმენტების შემდეგ, რომლებიც განსაცვიფრებელ წინსვლას აძლევენ რობოტოტექნიკას, და საეჭვო გადახრას ხელოვნურ ინტელექტს, ჯოზეფი დენიელის მიერ არჩეული გზის სასტიკი მოწინააღმდეგე ხდება…

დაემატა ეპიზოდი - 5 (1001 CINEMA)

 MultiLEX   Comments (0)
Read More  (117)

Le code a change (2009/DVDRip)
Category: Movies RUS, Date: 4-03-2010, 04:42

Le code a change (2009/DVDRip)

ფილმის მოქმედება ხდები 2 დღის განმავლობაში - ერთი წლის 21 ივნისს და შემდეგ წელს იგივე დღეს. მთავარი გმირი სახლში პატიჟებს მეგობრებს, ნაცნობებს და კოლეგებს. შედეგად შეიყრება 4 წყვილი და ორი მარტოხელა. ისინი ვახშმობენ, ურთიერთობენ და იცნობენ ერთმანეთს. შემდეგ კი გვანახებენ მომდევნო წლის 21 ივნისს, თუ რა მოხდა მათ ცხოვრებაში, რა შეიცვალა წყვილის ცხოვრებაში და ა.შ.

 MultiLEX   Comments (0)
Read More  (19)

Gamer [2009 / RUS / HDRip/1400MB/700MB]
Category: Movies RUS, Date: 4-03-2010, 04:40

Gamer [2009 / RUS / HDRip/1400MB/700MB]

ფილმის მოვლენები ხდება არც თუ ისე მოშორებულ უტოპიურ მომავალში, სადაც უდიდესი ნანო-ტექნოლოგიური განვითარების ხარჯზე ტექნოლოგიური გენიოსი კენ კასტლი შეუერთა ვიდეო თამაში რეალითი შოუსთან და ულტრაფუნქციონალური მულტიპლეერული თამაშის „მკვლელი“-ს მოდელირება.

გახმოვანება: დუბლირებული (ლიცენზია)
ხარისხი: HDRip

IMDB Rating: 5.7/10 (21,900 votes)

 MultiLEX   Comments (0)
Read More  (23)

The Shining (1980/HDRip/2,2 Gb)
Category: Movies RUS, Date: 4-03-2010, 04:39

The Shining (1980/HDRip/2,2 Gb)

ფილმი ეფუძნება სტივენ კინგის იგივე სახელწოდების რომანს, სადაც მწერალი ჯეკ ტორენსი ჩადის ცოლ-შვილთან ერთად ელეგანტურ ოტელში, მკვდარი სეზონის დროს დარაჯად სამუშაოდ. ტორენსი აქ არასდროს არ ყოფილა. თუ ეს ასე არაა? სიმართლე იმ წკვარამში იმალება, რომელიც ბოროტი კოშმარიდანაა შექმნილი…

 MultiLEX   Comments (0)
Read More  (14)

СТАЛИНГРАД 1943 (1943, TS)
Category: Movies RUS, Date: 4-03-2010, 04:37

СТАЛИНГРАД 1943 (1943, TS)

პირველი ფილმი, რომელიც გადაიღეს და გამოუშვეს სტალინგრადთან გამარჯვების აღსანიშნავად

 MultiLEX   Comments (0)
Read More  (12)

ДЕЛОВЫЕ ЛЮДИ (1963) DVDRIP
Category: Movies RUS, Date: 4-03-2010, 04:37

ДЕЛОВЫЕ ЛЮДИ (1963) DVDRIP

ფილმი შედგება სამი, სიუჟეტით ერთმანეთთან დაუკავშირებელი ნოველისგან, რომლებიც ო’ჰენრის მოთხრობებს ეფუძნება. ”გზები, რომლებსაც ჩვენ არ ვირჩევთ”, ”მახლობელი სულები”, ”წითელკანიანთა ბელადი”. პირველი ნოველა - ტრაგიკულია, დანარჩენი ორი - კომიკური. მეტად სასაცილო აღმოჩნდება პატარა ბიჭის უიღბლო გამტაცებლების ფათერაკები.

შენიშვნა:
გამოსახულებისა და ჟღერადობის სრული რესტავრაცია

 MultiLEX   Comments (0)
Read More  (10)

Dune - Extended Version (1984, HQRip, 2,1 GB)
Category: Movies RUS, Date: 4-03-2010, 04:36

Dune - Extended Version (1984, HQRip, 2,1 GB)

10191 წელი. პლანეტა-უდაბნო დიუნას ხელში ჩასაგდებად გალაქტიკის წამყვანი იმპერიები ეომებიან ერთმანეთს. კოსმოსი სასიტკი ბრძოლების არენა ხდება და მებრძოლები გახლართული არიან ინტრიგებსა და ღალატში. გალაქტიკის მომავალი დამოკიდებულია მესიაზე - იდეალურ მებრძოლსა და წინასწარმეტყველზე, რომელსაც ძალუჩს წინ აღუდგეს ბოროტებას. მესია - ახალგაზრდა პოლ ატრიდესი ხდება, ჰერცოგ ლეტოს ვაჟი, რომელიც იმპერატორის თანხმობით ჰარკონენებმა მოკლეს. პოლს დიდი მისია აკისრია, რომელიც სამუდამოდ შეცვლის მთელი გალაქტიკური იმპერიის ბედს...

 MultiLEX   Comments (1)
Read More  (16)

Stargate: Atlantis (2004-05, HDTVRip) Season 1-3, Ep 1-12 (სულ 40)
Category: Movies RUS, Episodes, Date: 4-03-2010, 04:35

Stargate: Atlantis (2004-05, HDTVRip) Season 1-3, Ep 1-12 (სულ 40)

ესაა სპინ-ოფი (ინგ. spin-off — ნარჩენი წარმოება, გადახვევა, შვილობილი სერიალი) სატელევიზიო სერიალისა ”ვარსკვლავეთის კარიბჭე SG-1”, რომელიც ეფუძნება ფილმს ”ვარკსვლავეთის კარიბჭე” (1994). შოუს პრემიერა შედგა ამერიკის თანამგზავრულ არხზე «Sci Fi Channel» 2004 წლის 16 ივნისს. სერიალ ”ვარსკვალვეთის კარიბჭე: ატლანტიდას” მოლენები ვითარდება ”ვარკვლავეთის კარიბჭე SG-1”-ის მეშვიდე სეზონის სერია ”დაკარგული ქალაქის” ორაზროვანი ფინალი და მერვე სეზონის საპრემიერო ფილმის ”ახალი წესრიგიდან”. ”ატლანტიდის” საპრემირო ფილმად იქცა ორსერიიანი ”გამოღვიძება”, რომელიც ფილმის სახით გადაიღეს და მოწვეული ვარსკვლავები იყვნენ რიჩარდ დინ ანდერსონი, მაიკლ შანკსი და რობერტ პატრიკი. ”ატლანტიდა” თავიდან ჩაფიქრებული იყო როგორც ”ვარსკვლავეთის კარიბჭე SG-1”-ის შემცვლელი, რომელიც მეშვიდე სეზონის დამთავრების და მეორე ფილმის ჩვენების შემდეგ უნდა დაწყებულიყო. მაგრამ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ SG-1 მერვე სეზონით გაგრძელებულიყო, ჩაფიქრებული ფილმი გადაიქცა ეპიზოდად ”დაკარგული ქალაქი”, ხოლო ”ატლანტიდის” მოქმედება გადავიდა პეგასის გალაქტიკაში.

მოკლე შინაარსი:
მას შემდეგ რაც დოქტორმა დენილ ჯეკსონმა შეძლო აღმოეჩინა წარსულების დაკარგული ქალაქის მისამართი, დოქტორმა ელიზაბეთ ვეირმა შეკრიბა მის გამოსაკვლევად საერთაშორისო ექსპედიცია. ოღონდ პრობლემა ის აღმოჩდნა, რომ ატლანტიდა იმყოფებოდა პეგასის გალაქტიკაში, დედამიწაზე კი ენერგიის მხოლოდ ერთი წყარო იყო რომელიც იქამდე სივრუცლ გვირაბს გაიყვანდა (ZPM - Zero Point Module, ნულ წერტილის მოდული, წარსულების მიერ შექმნილი კვების წყარო, რომელიც ენერგიას იღებდა ხელოვნურად შექმნილი ქვესივრცე-დროიდან, დედამიწელთათვის ცნობილი ენერგიის გენერატორებიდან ყველაზე ძლიერი). ასე, რომ თავიდანვე იგეგმებოდა, თუ ატლანტიდაზე სხვა მოდულს ვერ იპოვიდნენ, ეს იქნებოდა მოგზაურობა მხოლოდ ერთ მხარეს. თითქოს ადვილია, ჩახვიდე პეგასის გალაქტიკაში და წარსულების ქალაქი გააცოცხლო. მაგრამ აქაც პრობლემებს ვერ აარიდეს თავი. აღმოჩნდა, რომ ამ გალაქტიკაშიც არიან რასები, რომლებსაც შეუძლიათ როგორც დედამიწის, ასევე ”ირმის ნახტომის” სხვა სამყაროების განადგურება, და მათ რეიფები და რეპლიკატორები ქვიათ.

 MultiLEX   Comments (0)
Read More  (205)

Smallville Season 9 Episode 1-15 (2009) RUS - SMART's STUDIOS!
Category: Movies RUS, Episodes, Date: 4-03-2010, 04:33

Smallville Season 9 Episode 1-15 (2009) RUS - SMART's STUDIOS!

დაემატა მე-15 სერია..


აღწერა: "სმოლვილი" - არის ახალი ფანტასტიკური სერიალი სუპერმენზე. ამჯერად სიუჟეტი ფოკუსირებულია კლარ კენტის თინეიჯერობის პერიოდზე. ყველაფერი კი იქიდან იწყება, როცა 1989 წელს, მეტეორიტული წვიმის შემდეგ ქალაქ სმოლვილში გამოჩნდება პატარა ბავშვი სახელად კლარ კენტი.კლარი სწავლობს სკოლაში, ხოლო მისი საოცარი შესაძლებლობები უფრო ხშირად გვაფიქრებინებს იმაზე თუ ვინ არის ის. ამასთან ერთად ის შეყვარებულია თავისივე თანაკლასელზე ლანა ლენგზე, რომლის მშობლებიც დაიღუპნენ მეტეორიტული წვიმის დროს. ეს მდგომარეობა კი ართულებს კლარკის და ლანას ურთიერთობებს. კლარკის მშობლები ცდილობენ ყველანაირი გზით დამალონ მისი საიდუმლოება და უკრძალავენ სკოლის საფეხბურთო გუნდში თამაშს, რათა ვინმე არ დააზიანოს.
ერთხელაც კლარკი გადაარჩენს ახალგაზრდა ბიზნესმენს ლექს ლუთერს, როცა მისი მანქანა კარგავს მიმართულებას და ეშვება მდინარეში. ამ მომენტიდან კი იწყება კლარკის სხვადასხვა თავგადასავლები...

გახმოვანება: რუსული, (პროფესიონალური, მრავალხმიანი ) - SMART's STUDIOS!
ხარისხი: HDTVRip

 MultiLEX   Comments (1)
Read More  (125)

Did You Hear About the Morgans? (2009/HDRip)
Category: Movies RUS, Date: 4-03-2010, 04:32

Did You Hear About the Morgans? (2009/HDRip)

მორგანები - ტიპური თანამედროვე ნიუ-იორკელი წყვილია მანჰეტენიდან. ისინი არიან მდიდარი, წარმატებული, ცინიკური, დიდი ქალაქის კომფორტით გაზულუქები და ასევე... გაყრის პირას მყოფი. ერთხელ ისინი მკვლელობის შემთხვევითი მოწმეები შეიქნებიან და იძულებული ხდებიან პატარა პროვინციულ ქალაქში გაემგზავრონ მოწმეების დაცვის პროგრამით. მალე, ქალაქური ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლა ერთმანეთისადმი ინტერესს აპოვნინებთ…

 MultiLEX   Comments (0)
Read More  (83)

DISCOVERY: NEXT WORLD (2009) SATRIP, Ep 1-10 (სულ 14)
Category: Movies RUS, Date: 4-03-2010, 04:31

DISCOVERY: NEXT WORLD (2009) SATRIP, Ep 1-10 (სულ 14)

Discovery Channel გვთავაზობს ვნახოთ იდეები, რომლებიც დღეს რევოლუციურად გვეჩვენება, როგორ ხდებიან ყოველდღიური რეალობა ხვალინდელი დღისთვის. მაყურებელი 14 საათიანი მოგზაურობის დროს ნახავს 2025-2030 წელს როგორი იქნება თვითმფრინავი და მატარებელი, საკვები და საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო და გასართობი ადგილები. ყველა პროგნოზი კეთდება მხოლოდ რეალურად არსებული ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების ტენდენციების საფუძველზე, რაც მათ უფრო სარწმუნოს ხდის.

 MultiLEX   Comments (0)
Read More  (14)

Firefly (2002/2005/DVDRip) S1, Episodes 1-15 (სულ 15)/ Mission Serenity (Movie/2005/DVDRip)
Category: Movies RUS, Episodes, Date: 4-03-2010, 04:27

Firefly (2002/2005/DVDRip) S1, Episodes 1-15 (სულ 15)/ Mission Serenity (Movie/2005/DVDRip)

სერიალი, რომელის საფუძვლად ფილმ ”Serenity”-ს დაედო. კაპიტანი მალკოლმ რეინოლდსი - გალაქტიკური სამოქალაქო ომის ბრძოლებში გამობრძმედილი ვეტერანია, რომელიც წაგებულ მხარეს იბრძოდა და ახლა ცხოვრების სახსარს წვრილმანი დანაშაულების ჩადენითა და თავის ხომალდ სერენიტიზე ტვირთის გადატანით შოულობს. ის მეთაურობს ჭრელ გუნდს, რომელიც ცოტათი წააგავს ჩვეულებრივ ოჯახს - მისი წევრები გამუდმებით ჩხუბობენ და არ იცავენ დისციპლინას, მაგრამ არასდროს გაყიდიან თავის კაპიტანს და თუნდაც ცხრა მთას იქით გაყვებიან...

კრიტიკოსებმა სერიალის ჟანრი ”ფანტასტიკურ ვესტერნად” მონათლეს. Firefly სამყაროს ატმოსფერო მართლაც ძლიერ მოგვაგონებს აშშ-ში სამოქალაქო ომის დამთავრების შემდგომ პერიოდს. ალიანსის ცენტრალური მაღალტექნოლოგიური პლანეტები კორუმპირებული ავტოკრატიის ხელშია, იმ დროს, როცა საზღვრებზე მდებარე პრიმიტიული სამყაროები ველური დასავლეთის პრინციპებით ცხოვრობენ.

IMDB: 9.5/10

 MultiLEX   Comments (0)
Read More  (62)



Request / თხოვნები
Request / თხოვნები
Mass Effect 2 (2010/ENG/MULTI5/REPACK/RUS/DLC)
Mass Effect 2 (2010/ENG/MULTI5/REPACK/RUS/DLC)
New Avengers [2005-Ongoing / CBR / Marvel]
New Avengers [2005-Ongoing / CBR / Marvel]
Captain America Vol.5 [2005-Ongoing / CBR / Marvel]
Captain America Vol.5 [2005-Ongoing / CBR / Marvel]
Avengers / Invaders [2007–08 / CBR / Marvel]
Avengers / Invaders [2007–08 / CBR / Marvel]
Hellsing Ultimate OVA
Hellsing Ultimate OVA

WARNING: The owners and creators of this site take no responsibility for the use of resources available on this site. All information is given solely for educational purposes. After familiarization with the materials you are obliged to remove them!