THE BEATLES
1957 წლის მარტში, ლივერპულში, ქუორი ბენკის სკოლაში ჯონ ლენონმა ჩამოაყალიბა სკიფლის შემსრულებელი ჯგუფი ქუორიმენი. ქუორიმენის ერთ-ერთ კონცერტზე (უოლტონ გარდენი, წმ. პეტრეს ეკლესია, 6 ივლისი, 1957) აღმოჩნდა პოლ მაკარტნი, რომელიც შეუერთდა ჯგუფს. 1958 წლის 6 თებერვალს ერთ-ერთ კონცერტს ასევე დაესწრო ახალგაზრდა გიტარისტი ჯორჯ ჰარისონი. მაკარტნიმ ჰარისონი გაიცნო სკოლის ავტობუსში. მაკარტნის თხოვნით, ჰარისონი შეუერთდა ქუორიმენს მთავარი გიტარისტის სახით 1958 წლის მარტში, ერთ-ერთი რეპეტიციის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ლენონს არ მოსწონდა ჰარისონის ასაკი - იგი ყველაზე უმცროსი იყო. მომავალი ბითლზის შემადგენლობა
ნელ-ნელა ყალიბდებოდა და 1960 წლის იანვარში მასში მოვიდა ლენონის მეგობარი სამხატვრო სასწავლებლიდან, სტიუარტ სატკლიფი, რომელიც ბას გიტარაზე უკრავდა. ლენონიც და მაკარტნიც უკრავდნენ რითმ გიტარაზე და ჯგუფმა რამდენიმე დრამერი შეცვალა.
ქუორიმენმა რამდენიმე სახელი გამოიცვალა - "Johnny and the Moondogs", "Long John and the Beatles", "the Silver Beetles" (ეს სახელი მათ ლარი პარნსმა შესთავაზა). შემდეგ, 1960 წლის აგვისტოში მათ 'The Beetles' დაირქვეს (ბადი ჰოლისა და ჯგუფის The Crickets საპატივცემულოდ). ლენონს სურდა ჯგუფის გადარქმევა 'The Beatals'-ად. შემდეგი სახელი იყო 'Silver Beats', The Silver Beetles, and the 'Silver Beatles', ხოლო საბოლოო - უკვე The Beatles. ლარი პარნსთან ერთად მათ მცირე ტური მოაწყვეს და იქცნენ 'ბითლზად'.
1960 წლის მაისში ჯგუფმა კვლავ მოაწყო მცირე ტური, მომღერალ ჯონი ჯენტლთან ერთად. კოლექტივს ჯერ კიდევ არ ჰყავდა დრამერი და მასთან ხოლმე უკრავდა შედარებით უფროსი ტომი მური. მურმა დატოვა ჯგუფი და დაუბრუნდა ბოთლების ქარხნის მძღოლის საქმიანობას. შემდეგი დრამერი იყო ნორმან ჩეპმენი. შემდეგი წევრი იყო ნორმან ჩეპმენი. მცირე ხნის განმავლობაში მან დაუკრა დასარტყამებზე, მაგრამ მცირე ხანში იგი სხვა სახელმწიფო სამსახურში იხმეს. მას წასვლას დაემთხვა ჯგუფის მიწვევა ჰამბურგის კლუბებში და ბითლზმა არ იცოდა, როგორ მოეგვარებინა დრამერის პრობლემა.
ჯონ ლენონმა ერთხელ თქვა: "ელვის პრესლის შთაგონებით დავიწყე ჩანაწერების შეძენა. მისი ადრინდელი სიმღერები ძალიან მომწონდა. ბილ ჰეილის პერიოდმა უკვე ჩაიარა. ჩემი დედა უსმენდა მას, მაგრამ მე მისი სიმღერები არ მაღელვებდა. სწორედ ელვისის გამო დავჯექი ბით მუსიკაზე".
1960 წლის 12 აგვისტოს დანიშნული იყო მათი პირველი კონცერტი ჰამბურგში. საბოლოო კომპრომისის შედეგად ჯგუფში მოვიდა პიტ ბესტი. ბესტი უკრავდა ჯგუფთან The Blackjacks, კასბას ყავის კლუბში, რომლის მეპატრონეც იყო პიტის დედა, მონა ბესტი. მიუხედავად იმისა, რომ ბესტი არც თუ კარგად უკრავდა, მაგრამ იმ დროისათვის იგი ყველაზე შესაფერისი კანდიდატურა აღმოჩნდა.
ბესტის დაქირავებიდან ოთხი დღის შემდეგ ჯგუფი ჰამბურგში გაემგზავრა. კონცერტები დაიწყო ინდრა კლუბით, 4 ოქტომბერს გადაინაცვლა კაიზერკელერში. ჯგუფი ყოველდღე ექვს ან შვიდ საათს უკრავდა. იგივე წლის 21 ნოემბერს ჯორჯ ჰარისონი დეპორტირებული იქნა, რადგანაც იგი ჯერ არ იყო სრულწლოვანი.ერთი კვირის შემდეგ იგივე სანქციები იქნა მიღებული მაკარტნისა და ბესტის წინააღმდეგ, რომლებმაც სასტუმროს ნომერში ცეცხლი გააჩაღეს. დეკემბერის შუა რიცხვებში ლენონიც დაბრუნდა ლივერპულში. ჰამბურგში დარჩა სატკლიფი, გერმანელ საცოლესთან, ასტრიდ კირხნერთან ერთად. ამასობაში ჯგუფმა ჩაატარა კონცერტი კასბას კლუბში (სატკლიფის მაგივრად უკრავდა ჩეს ნიუბი).
კლუბი "ინდრა", ჰამბურგი, ჩვენს დროს
1961 წლის აპრილში ბითლზი დაბრუნდა ჰამბურგში და დაუკრა კლუბში Top Ten. მათ გაიცნეს ადგილობრივი მომღერალი ტონი შერიდანი, რომელმაც მათ დამხმარე ჯგუფად მუშაობა შესთავაზა. ამასთან, იგი გეგმავდა ალბომის ჩაწერას და მის გამოცემას ლეიბლზე Polydor Records. ჯგუფმა მოაწერა ხელი კონტრაქტს ლეიბლთან და სულ მალე გამოიცა შერიდანის/ბითლზის ერთობლივი სინგლი "My Bonnie (Mein Herz ist bei dir nur)". ფირფიტაზე ამ დუეტის სახელი იყო "Tony Sheridan and the Beat Brothers". ამ ჩანაწერის აღმოჩენის შემდეგ ჯგუფს შეხვდა ბრაიან ეპსტაინი - სწორედ მაშინ ბითლზის შესახებ პირველად დაწერეს ამერიკულ პრესაში.
დაახლოებით 1962 წლის დასაწყისში ჟურნალმა Cashbox ახსენა "My Bonnie", როგორც ახალი როკ ენ როლური გუნდის, Tony Sheridan and the Beat Brothers დებიუტი. სინგლის რამდენიმე ასლი გამოვიდა ლეიბლზე Decca (აშშ რადიოებისათვის).
ჯგუფი დაბრუნდა ლივერპულში, თუმცა სატკლიფი კვლავ დარჩა ჰამბურგში, ასტრიდთან ერთად. ამ დროისათვის მაკარტნი გადაერთო ბას გიტარაზე. ასტრიდს ეკუთვნის ჯგუფის შავ-თეთრი ფოტოსურათები (თუმცა მას არ მოუფიქრებია ჯგუფის ვარცხნილობა, როგორც ბევრი დღემდე თვლის).
მესამე მოგზაურობა ჰამბურგში განხორციელდა 1962 წლის 13-31 აპრილს, სადაც ისინი უკრავდნენ კლუბში Star. ამას დაემთხვა სამწუხარო ამბავი - სატკლიფი გარდაიცვალა ტვინში სისხლის ჩაქცევის შედეგად.
ჯგუფის მენეჯერად 1962 წლის იანვარში იქცა ეპსტაინი და მათ ხელი მოაწერეს კონტრაქტს ბრიტანულ კომპანიასთან.
კომპანიასთან Decca Records წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ეპსტაინი წავიდა ოქსფორდის ქუჩაზე მდებარი მუსიკალურ მაღაზიაში HMV, სადაც იგი აპირებდა Decca Records-ზე ჩაწერილი ფირების დისკებზე გადატანას. იქ ინჟინერმა ჯიმ ფოიმ მას გააცნო სიდ კოლმენი, კომპანიის EMI წარმომადგენელი. როდესაც კოლმენმა მოისმინა დემო ფირები, მან ეპსტაინს შესთავაზა ფირების მიტანა ჯორჯ მარტინთან, რომელიც, მისი თქმით, ქმნის "ხალისიან ჩანაწერებს". ეპსტაინმა მიაკითხა ლეიბლს Parlophone, რომელიც EMI-ს ერთ-ერთი განშტოება იყო. მარტინთან შეხვედრის შედეგად ბითლზმა მიიღო ერთწლიანი კონტრაქტი. აგრეთვე, 1962 წლის 6 ივნისათვის დაიგეგმა კოლექტივის პირველი ხმისჩამწერი სესია ები როუდის სტუდიაში (ეს არის EMI-ს კუთვნილი სტუდია, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ლონდონში). მარტინი არ იყო კმაყოფილი დემო ჩანაწერით, მაგრამ მას პიროვნულად მოეწონა ოთხეულის წევრები. იგი მიხვდა, რომ მათ მუსიკალური ნიჭი აქვთ, მაგრამ მოგვიანებით რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო მათი აზროვნება და იუმორი.
მარტინს გაუჩნდა პრობლემები პიტ ბესტთან. მან შესთავაზა ეპსტაინს პიტის შემცვლელი მუსიკოსის მოძიება. ბესტმა, გარდა ყველაფრისა, ავადმყოფობის გამო გააცდინა რამდენიმე მოსმენა (სხვადასხვა კლუბში). რადგანაც მასთან მუშაობდა რთული იყო, 16 აგვისტოს მას ოფიციალურად დაატოვებინეს ბითლზი. რინგო სტარს, ჯგუფის Rory Storm and the Hurricanes მუსიკოსს სთხოვეს დროებითი დახმარება. იგი ადრეც უკრავდა მათთან, ჰამბურგის კლუბებში.
ლენონის, მაკარტნის, ჰარისონისა და სტარის პირველი ერთობლივი ჩაწერა მანამდე მოხდა 1960 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში (ჰამბურგში). მაგრამ სტარისთვის მეორე სესიის შემდეგ, რომელიც შედგა 1962 წლის 4 სექტემბერს, მარტინმა შემდეგი, 11 სექტემბრის ჩაწერისათვის იქირავა ენდი უაიტი.
კონტრაქტის პიხედვით მათ ჰქონდათ გარანტირებული თითო პენი თითოეული გაყიდული სინგლიდან, რომლის თითო მეოთხედიც ეკუთვნოდა ჯგუფის თითოელ წევრს. მოგვიანებით, ისინი იღებდნენ ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ გაყიდულ სინგლებიდან შემოსული ერთი პენის ნახევარს, შესაბამისად, იყოფდნენ მას ოთხ ნაწილად. მარტინი თვლიდა, რომ ეს საშინელი კონტრაქტი იყო.
ჯგუფის პირველმა სესიამ სხვადასხვა ადამიანისათვის მნიშვნელოვანი შედეგები არ მოიტანა, მასალის დიდი ნაწილი დაუსრულებელი იყო, თუმცა სწორედ ამ სესიაზე იქნა ჩაწერილი "Love Me Do", რომელიც ჩარტების 17ე ადგილზე აღმოჩნდა. 1962 წლის 26 ნოემბერს მათ ჩაწერეს მეორე სინგლი "Please Please.
ნუ ეს ყველაფერი იმიტო ვწერე რო პირველი RAP სიმღერა სწორედ BEATLEs-ისაა.
Dear visitor, you have come on a site as not registered user. We recommend to you to be registered or enter the site with your name.